უბინძურესია იმის კეთება, რასაც აკეთებთ - მედიას კალაძის შემდეგ მდინარაძეც დაესხა

30.09.21 16:17
უბინძურესია იმის კეთება, რასაც აკეთებთ - მედიას კალაძის შემდეგ მდინარაძეც დაესხა

"საყვედური ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო"- ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების აგრესიულ რიტორიკასა და თავდასხმას, რომელსაც ისინი კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მისამართით გამოხატავენ.

ცივილიზებული სამყარო ასეთ სტანდარტს, რომ დაგაბრალოს ჟურნალისტმა, ან ე.წ. ჟურნალისტმა ყველაფერი და შენ არც კი უსაყვედურო, იმიტომ, რომ შემდეგ შეიძლება, სახალხო დამცველმა თქვას, რომ ეს არის ზეწოლა, ეს სტანდარტი არსად არ მუშაობს", - აცხადებს მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადების საპასუხოდ. 

მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ როდესაც "ბინძურ ტყუილს" იტყვიან, ამაზე რეაგირება ექნებათ.

როდესაც იტყვით უბინძურეს ტყუილს, უნდა მიგითითოთ ვიღაცამ, რომ უბინძურესია ეს ტყუილი და უბინძურესია იმის კეთება, რასაც აკეთებთ", - უთხრა კრიტიკულ მედიას მმართველი პარტიის ლიდერმა. 

გუშინ, 29 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათზე უფრო "დიდი რადიკალები" და "უბინძურესი ადამიანები" ქვეყანაში არ არსებობენ. 

ომბუდსმენი ამბობს რომ თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჩვეულ პრაქტიკად იქცა. 

მსგავსი სიახლეები