მათი ინტერესის საგანი არის "ფორმულა" - ზუკა გუმბარიძე კეზერაშვილის საქმეზე

30.09.21 16:21
მათი ინტერესის საგანი არის "ფორმულა" - ზუკა გუმბარიძე კეზერაშვილის საქმეზე

"ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე, მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი საჩივარის შეტანა ტელეკომპანია "ფორმულას" დახურვას ისახავს მიზნად. გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შეეცადოს,დააყადაღოს კეზერაშვილის  ქონება, რომელშიც დამოუკიდებელი ტელეკომპანიაც შედის. 

ხელისუფლება ხვდება, რომ კეზერაშვილს ვერ დააკავებს და ეს არც არის მათი ინტერესის საგანი, მათი ინტერესის საგანი არის "ფორმულა", შემდეგი, რასაც სავარაუდოდ, ხელისუფლება გააკეთებს მათი კონტროლირებადი სასამართლოთი, ეს იქნება მისი არსებული აქტივების და ქონების დაყადაღება საქართველოში , რაშიც ბუნებრივია, მოხვდება ტელეკომპანია "ფორმულა", ეცდებიან, რომ "ფორმულამ" ვეღარ გააგრძელოს საქმიანობა", - თქვა ზუკა გუმბარიძემ. 

მსგავსი სიახლეები