რუსეთის პრეზიდენტი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა - გუნბა პუტინს აფხაზეთში ეპატიჟება
ვლადიმერ პუტინი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ბადრა გუნბას შეხვდა, რომელიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძებას დაესწრო. შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში დაპატიჟა.
ვისარგებლებ შემთხვევით, ვლადიმირ ვლადიმროვიჩ, მინდა, მოგიწვიოთ ჩემი სახელით, აფხაზი ხალხის სახელით, ჩვენს რესპუბლიკაში თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. ჩვენ გულწრფელად ველით თქვენს ნახვას და ვიმედოვნებთ, რომ მიიღებთ ამ მოწვევას, - თქვა გუნბამ.
ცნობილია, რომ პუტინი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ე.წ. ლიდერსაც. ალან გაგლოევს ის "სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში, ჯანდაცვასა და განათლებაში" დახმარებას დაჰპირდა.