ივანიშვილსაც კი ხელი აქვს ჩაქნეული, ახალი წერილის დაწერაც კი ეზარება - მიშა მშვილდაძე

30.09.21 16:46
ივანიშვილსაც კი ხელი აქვს ჩაქნეული, ახალი წერილის დაწერაც კი ეზარება - მიშა მშვილდაძე

ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებული ძველი განცხადება - ექსპრემიერის ამონარიდების გავრცელებას "ტვ პირველთან" "ფორმულას" ერთ-ერთი მეწილე და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძე ეხმაურება. 

მისი შეფასებით, ივანიშვილს წერილის დაწერაც კი დაეზარა: 

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილსაც კი ხელის აქვს ჩაქნეული, ახალი წერილის დაწერაც კი ეზარება. ახალი წერილის დაწერით ივანიშვილი თავისივე  ლეგენდას, სისულელეს, რაც აქვს მოგონილი, რომ თითქოს წასულია პოლიტიკიდან და არაფერში არ ერევა, ამასაც გააფუჭებდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს, ამ ვითარებაში, ამ ციფრებით, რომელსაც ხედავს, არ უღირს, რომ მისი პირადი უსაფრთხოება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და ამიტომ არ  დაწერა ეს წერილი. შეიძლება, აწი დაწეროს, მაგრამ წერილებით ვერაფერს შეცვლის" - აცხადებს მიშა მშვილდაძე. 

"პირველების" ინფორმაცით,  გვერდიმ რომელითაც ივანიშვილის ძველი განცხადება გავრცელდა, მთავრობის ადმინისტრაციიდან იმართება და ივანიშვილთან შემხებლობა არ აქვს.  

მსგავსი სიახლეები