ზუგდიდში ჩვენს მხარდამჭერებს პირადობის მოწმობები წაართვეს - ანა წითლიძე
ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტი სამეგრელოში - ზუგდიდში მოქალაქეებს "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა პირადობის მოწმებები მოტყუებით წაართვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე ოპოზიციისთვის მხარი ვერ დაეჭირათ. წართმეული პირადობები ბოლოს სწორედ ,,ოცნების" მხარდამჭერის ავტომობილში აღმოაჩინეს.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის მტკიცებით, მთელ ამ სქემაში ,,ოცნების" შტაბის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
ეს ადამიანები არიან მაყვალა ანთია, ,,ოცნების" წარმომადგენელი და მერაბ კაკალია, ზუგდიდის თეატრის მსახიობი. მათ სოფელ რიყეში 30-მდე ,,ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს გამოართვეს პირადობის მოწმობა. ჩვენ შევძელით, მივსულიყავით ადგილზე და პირადობის მოწმობები დაგვბრუნებინა - აცხადებს ,,ნაცმოძრაობის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე.
,,ენმ"-ს წევრის ინფორმაციით, ,,ოცნების" კოორდინატორის, მაყვალა ანთიას, შვილი იმყოფება პატიმრობაში და მმართველი პარტია მას შვილის გათავისუფლების თემით აშანტაჟებს.