კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს

13.05.25 10:39
კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს

ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი მიწერილ წერილში ამერიკის მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და შტატებს წერს, რომ "სანქციები სრულიად გაუგებარია".

ივანიშვილის პრემიერი ახსენებს "მეგობარ აქტსაც" და აცხადებს, რომ დასანქცირების დოკუმენრი "მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ".

კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი.
ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა", - წერია წერილში.

ირაკლი კობახიძს წერილი სრულად ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები