„დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" - რას წერს კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვენსს აქციის მონაწილეებზე
ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს წერილში აქციის მონაწილეებზეც წერს და ამტკიცებს, რომ ის მოქალაქეები, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ქუჩაში იბრძვიან, "USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებულები" არიან.
კობახიძე ისევ „დიფ სთეითზე“ საუბრობს და ირწმუნება, რომ ის რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება, "იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია".
ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია", - ნათქვამია წერილში.
ირაკლი კობახიძს წერილი სრულად ნახეთ აქ.