საქართველო სააკაშვილისთვის ყოველთვის მთავარი იყო - სააკაშვილის უკრაინელი თანაპარტიელი
მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელი უკრაინაში, იური კუჩუროვი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხის არ ეშინია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და მისთვის საქართველო ყოველთვის მთავარი იყო.
მე ვფიქო,მას ციხის არ ეშინია. აქაც ჩასვა პოროშენკომ და მალე გამოუშვა. სააკაშვილი არის მსოფლიო დონის პოლტიკოსი და ასეთები ცოტა არიან. მე ვფიქრობ,რომ საქართელოში მომწიფდა სიტუაცია, როდესაც ის უნდა დაბრუნდეს. სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ხალხი დაიღალა იმ ხელისუფლებით რომელიც ჰყავს მათ უკვე დიდი ხანია აქვთ ძალაუფლება. საქართველო სააკაშვილისთვის იყო ყოველთვის მთავარი. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე ვფიქრობ,რომ მისი რესურსი არ დაიკარგება უკრაინისთვის. მან ბოლომდე ვერ შეძლო საკუთარი უნარების გამოვლენა. მან უკრაინისთვის ბევრი გააკეთა, ის იყო მოტორი რომელიც არ აძლევდა ხელისუფლებას მშვიდად ყოფნის საშუალებას, - თქვა კუჩუროვმა.