ამ კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია - სოსო გოგაშვილი

30.09.21 22:02
ამ კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია - სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე ისევ უნდა გამოჩნდეს და თავისი უხეირო  მემკვიდრეები გააჩეროს. 

ამ კრიზისი განმუხტვა ერთ ადამიანს შეუძლია, მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ისევ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად, ბატონ ბიძინას ვგულისხმობ, და ეს მემკვიდრეები, რომელიც დატოვა, რომლებიც ვერ ართმევენ ამ კრიზისს თავს და ქვეყნის მართვას სწორად, ალბათ უნდა რაღაცნაირად გააჩეროს, - თქვა გოგაშვილმა.