არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაიგეგმა ქვეყნის გარეთ - სოსო გოგაშვილი სუს-ის ფაილებზე

30.09.21 22:31
არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაიგეგმა ქვეყნის გარეთ - სოსო გოგაშვილი სუს-ის ფაილებზე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ სუს-ის ფაილების გამოჟონა დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის გარეთ დაიგეგმა. მისი თქმით, ამ გეგმის მიზანი ეკლესიის და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციაა. 

ეს ახლა არ დაწყებულა. ამ ფაილების გამოქვეყნება ჩემთვის იყო უფრო დასკვნით ეტაპზე გადასვლა რაღაცა დიდი გეგმის, ანუ ის ადამიანი, ვინც დააორგანიზა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მას მიზნად ჰქონდა ეკლესიის დაზიანება ბოლომდე და ამავდროულად, ამით "ქართული ოცნებაც" დაზიანდა რაღაც ფორმით. ეს არის ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ ახლა მუშაობს, ის წინა ხელისუფების დროსაც შეიძლება მუშაობდა. ამავდროულად, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გეგმა საქართველოშია შედგენილი, არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაიგეგმა ქვეყნის გარეთ, იმ ქვეყანაში, სადაც ინტერესია აი, ამ მიმართულებით. მე როდესაც დავიწყე ამაზე ყურადღების გამახვილება და მივიღე ინფორმაცია, ეს იწყება 2017 წლიდან, როდესაც ე.წ. ციანიდის სკანდალი მოხდა, -თქვა გოგაშვილმა.