ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება - მარკეტა გრეგოროვა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 5 ივლისის მოვლენები არ განმეორდება. ამის შესახებ უცხოელმა დიპლომატმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სამწუხაროა, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უფრო მეტად ასოცირებულია გარკვეული სახის რეფერენდუმთან და აიგივებენ საპარლამენტო არჩევნებთან, მაგრამ რა ხდება რეგიონებში. პარტიებს მოვუწოდებ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული სამომავლო გეგმები შესთავაზონ. სიურპრიზი არ არის, რომ არჩევნებს ძალადობა და დევნა ახლავს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება. ვიმედოვნებ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის აუცილებელ და საჭირო ბალანსს მოიტანს, - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტართა 7-კაციან დელეგაციასა და NGO-ებს შორის შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა.