ხოჯევანიშვილს, ისევე როგორც მე, ელექტრონულ ფაილებთან წვდომა არ ჰქონდა - გოგაშვილი

30.09.21 23:44
ხოჯევანიშვილს, ისევე როგორც მე, ელექტრონულ ფაილებთან წვდომა არ ჰქონდა - გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი ადასტურებს, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს სუს-ში ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონდა. ამის შესახებ მან გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

არის სამუშაო კომპიუტერები, რომლებიც გარე ქსელთან არ არის დაკავშირებული. არის შიდა ქსელი, დაცული. ყველა მუშაობს თავის კომპიუტერთან. ამ კომპიუტერებთან, ელექტრონულ ფაილებთან ჰქონდა წვდომა მხოლოდ IT სამსახურს, რომელიც შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო ჩვენთან ... მე არ მინდა, რომ ხოჯევანიშვილის ადვოკატი გამოვიდე, მაგრამ, ისევე როგორც მე, მას არ ჰქონდა ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა.  დამუშავება ფაილების ელექტრონულად ხდება ინიციატორისგან, ვინც მოიპოვა ინფორმაცია. ნებისმიერ, ეს არის, დავუშვათ, ოპერატიული მიყურადებით თუ ა.შ. ხოლო შემდეგ ხდება ამობეჭდვა ინფორმაციის, გროვდება ეს ანალიტიკურში და ანალიტიკურიდან ამობეჭდილი ინფორმაცია შემოდის ხელმძღვანელობასთან. შემდეგ უკვე მიდის თათბირი და განხილვა ინფორმაციის და გადაწვეტილებების მიღება, - თქვა გოგაშვილმა.