5 ივლისის აქცია ეკლესიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი - გოგაშვილი

01.10.21 00:00
5 ივლისის აქცია ეკლესიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი -  გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის აქცია ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ამის შესახებ "სახალხო პარტიის" ლიდერმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მისი განმარტებით, ხელისუფლებას ლგბტ მარშის ჩატარება უსაფრთხო გარემოში შეეძლო, თუმცა მან ეს გამიზნულად არ გააკეთა. 

შემდეგი დარტყმა იყო 5 ივლისის აქცია. ესეც იყო ეკლესიის წინააღმდეგ და მე ვიცი ზუსტად რა ნარატივიც იყო. მე ჟურნალისტებთან მქონდა კომუნიკაცია და მე მათ ვუთხარი, რომ ისინი აი, ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდებოდნენ 5-მდე და 5-ის შემდეგაც. გეგმა იყო ასეთი, რომ ჯერ ერთი, ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეეძლო, ლგბტ თემის აქციები ჩაეტარებინა კანონის ფარგლებში ისე, რომ საფრთხე არ შექმნოდა სხვა მოქალაქეებს, სხვა ადამიანების უფლებები არ დარღვეულიყო და არა ის, რაც მათ გააკეთეს, რომ 5-მდე აბსოლუტურად არაფერი საწინააღნდეგო განცხადება არ გაკეთებულა, მიდიოდა თითქოს მოლაპარაკება, ამ ადამიანებს ეუბნებდონენ, რომ კი ჩვენ ამას ჩაგატარებინებთ და შემდეგ 5 ივლისის დღეს გამოდის ადამიანი და იძახის, რომ ეს არ ჩატარდება და იჭერს ეროვნულ პოზას...მე ვიცი, რომ ორგანიზება მიდიოდა რეგიონებიდან ადამიანების, ჩამოყვანა ხდებოდა და პირდაპირ ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დარტყმა ეკლესიაზე.. სანთლებით რომ დგებიან იქ, ჩემს სიგრძე სანთლები რომ უჭირავთ და სინამდვილეში ათეისტები არიან, ეგ ხომ ჩემზე კარგად არავინ იცის, - თქვა გოგაშვილმა.