პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - შალვა პაპუაშვილი სხდომაზე მოხსენებით წარდგება

14.05.25 09:49
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - შალვა პაპუაშვილი სხდომაზე მოხსენებით წარდგება

პარლამენტში დღეს  უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ. აღნიშნული პარლამენტში დაგეგმილ პლენარულ სხდომას უკავშირდება, სადაც შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით წარსდგება.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - ნათქვამია განცხადებაში.