სინდისის პატიმრების პროცესების პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება - ადგილზე პოლიციის მობილიზებაა
საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა - მიზეზი სინდისის პატიმრების პროცესის პარალელურად დაანონსებული აქციაა. სასამართლოსთან პოლიტიკური პატიმრების მხარდამჭერები იკრიბებიან.
მობილიზებულია, როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიცია.
სასამართლოში დღეს არაერთი სინდისის პატიმრის და პოლიტიკური სარჩულის მქონე პროცესებია დანიშნული.
სინდისის პატიმრები ყოველთვის კითხულობენ, არიან თუ არა ადგილზე მათი მეგობრები და მოქალაქეები შეკრებილები.
იცით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი ხმა სასამართლოს ეზოშიც გადმოვიტანოთ, ბიჭების ეს სხვანაირ შემართებას აძლევთ და გვერდში დგომაა " - აცხადებს ქეთი ქერაშვილი, სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და.
სასამართლოს ეზოში იმყოფებიან პროდასავლური პარტიების ლიდერებიც. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ პატიმრებისა და მათი ოჯახების მიმართ მზარდაჭერა და სოლიდარობა მორალური ვალდებულებაა.
მისი თქმით, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, პოლიტ პატიმრების ეპოქა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
განცდა უნდა გქონდეს, რომ აქ მართლა სასამართლოა და არა ივანიშვილის რომელიღაცა უნივერსამი"- აცხადებს მელია.