ბოლო ორი თვის განმავლობაში „ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე - ცუცქირიძე
ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე საუბრობს.
ლევან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ "ოცნებას" სუფთა წარსულის მქონე ადამიანების და ახალი პოლიტიკური პარტიების ეშინია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“, რეალურად, ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან; რომლებიც არიან თავისი საქმის მცოდნეები, პროფესიონალები; და რომლებიც არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. მოვდივართ სუფთა წარსულით და გვინდა, ამ ქვეყანაში შეიცვალოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო ამ ქვეყანაში,– თქვა ლევან ცუცქირიძემ.
ცუცქირიძე აცადებს, რომ უახლოეს მომავალში ახალ ყრილობას ჩაატერებენ და რეჟიმის ვერ შეუშლით ხელს, ძლიერ პარტიად განვითარდნენ