დილა მშვიდობისა საქართველო... უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ - სააკაშვილი

01.10.21 08:59
დილა მშვიდობისა საქართველო... უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფეისბუქსტატუსის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია: 

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - წერია სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

 

 

 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კომენტარს არ აკეთებენ. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ ძალოვან უწყებებს. 

სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 27 სექტემბერს დაანონსა. მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქვეყანაში 2 ოქტომვერს 23:05 საათზე დაბრუნდებოდა.