ჰერჩინსკი: ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე
ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებას 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება, რაშიც ჯერჯერობით ერთსულოვნება არ არის, თუმცა ელჩი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ერთ დღეს აუცილებლად შეთანხმდება.
ჰერჩინსკის განცხადებით, სწორედ ამიტომ, წევრი ქვეყნები აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.
წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები და უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს - ამბობს ერვოკავშირის ელჩი.
მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან, ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, ნუ გააკეთებთ ამას, დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებების იგნორირება მოახდინეს, უარესი ვნახეთ - დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხს ქუჩაში.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, თუმცა, სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა. ამ ეტაპზე, არ გვაქვს ეს ერთსულოვნება. არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები და უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.
ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე ჩვენ ისევ ვცდილობთ სანქციების დაწესებას და იმედი მაქვს, რომ ერთიანობის მიღწევას შევძლებთ 27 ქვეყანას შორის".- განაცხადა ჰერჩინსკიმ.