პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა - ევროკავშირის ელჩი

14.05.25 13:11
პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა - ევროკავშირის ელჩი

 

 

პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩნსკი "ოცნების" მიერ პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს პოლიტიკური პარტიებსი აკრძალვასთან დაკავშირებით, 

ჰერჩინსკი ამბობს, რომ დემოკრატია მრავალპარტიულ სისტემას ნიშნავს და მაშინაც თუ განსხვავებებია "ხალხი თანხმდება და გაგებით და ტოლერანტობით ქმნის საერთო პოზიციას და მიდიან ევროპული გზისკენ", რასაც მისი თქმით, საქართველოში ვერ ხედავს. 

სერიოზულ კითხვებს აჩენს, არის თუ არა საქართველოს ისევ დემოკრატიული ქვეყანა და მეორე, უნდა თუ არა საქართველოო ისევ ევროკავშირში გაწევრიანება - ამბობს ელჩი.

ევროკაშირი რამდენიმე მკაფიო პრინციპზეა დაფუძნებული. ერთ-ეთი პრინციპი დმეოკრატიაა. დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას, ეს არის მოქალაქეების შესაძლებლობა ააშენონ პოლიტიკური პარტიები, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და პარლამენტში წარდგნენ.  პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა დიალოგია, მაშინაც კი თუ განსხვავებებია, ხალხი თანხმდება და გაგებით და ტოლერანტობით ქმნის საერთო პოზიციას და მიდიან ევროპული გზისკენ. სამწუხაროდ, ეს საქართველოში არ ხდება. ის რაც გასულ წელს ვნახეთ, სერიოზულ კითხვებს აჩენს, არის თუ არა საქართველო ისევ დემოკრატიული ქვეყანა და მეორე, უნდა თუ არა საქართველოს ისევ ევროკავშირში გაწევრიანება", - ამბობს ჰერჩინსკი. 

ერთპარტიულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაატკიცა და მასზე მხოლოდ  ყაველაშვილის ხელმოწერა დარჩა.

პარტიების აკრძალვის ბერკეტს "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს. თუ ოლიგარქის გუნდი გადაწყვეტს, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია, მათი შეფასებით, კონსტიტუციური ნორმებიდან არის გასული, მაშინ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საკონსტიტუციოს კი ვერდიქტის გამოსაცხადებლად მხოლოდ 14 დღიანი ვადა ექნება.