არცერთი კითხვა, 2-ჯერ გაწყვეტილი და 25 წუთში დასრულებული სიტყვა - პაპუაშვილის გამოსვლას დიპკორპუსი არ ესწრება

14.05.25 13:46
არცერთი კითხვა, 2-ჯერ გაწყვეტილი და 25 წუთში დასრულებული სიტყვა - პაპუაშვილის გამოსვლას დიპკორპუსი არ ესწრება

ანტიდასავლური გზავნილები ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან - შალვა პაპუაშვილმა ოლიგარქის მთავრობას ერთპარტული პარლამენტის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და დოკუმენტი მთლიანად ოპონენტების ლანძღვას, ელჩებზე თავდასხმას და მათ დისკრედიტაციას მიუძღვნა.

25 წუთიანი მოხსენება პაპუაშვილს მისივე გუნდის წევრებმა ტაშით ორჯერ გააწყვეტინეს. სხდომაზე არცერთი კრიტიკული კითხვა არ დასმულა, არ ყოფილა საუბარი არცერთ საკანონმდებლო წინადადაბაზე, რაც ამ ერთ წელში მიიღეს. 

ისმოდა მხოლოდ ოპონენტების კრიტიკა და რევოლუციის მცდელობებში დადანაშაულება. კრიტიკის ობიექტები ოპოზიციური პარტიები, სალომე ზურავიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციეები იყვნენ. 

მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლლი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფო საფუძვლების რყევით, ინტერეს ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით. 

თუკი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციის მცდელობების კასკადი.

რევოლუცია, მცდელობა ნომერი 1. პარტიების რევოლუცია. ყველაფერი დაიწყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისა, როდესაც "ქართული ოცნება" ღიად და პირდაპირ ირებდა მინიშნებებს, რომ მიუხედავად საარჩევნო შედეგისა თუ ხალხის ნებისა, უნდა დაეთმო ხელისუფლება.

2021 წლის თებერვალში ვიხილეთ გიორგი გახარიას შესრულებით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ჯერ ერთ დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა კატეგორიულად მოგვთხოვა, მეორე დღეს კი, როცა დაპირებისამებრ ეს გადაწყვეტილება უნდა აღესრულებინა, ერთი სლეფი გადაიღო და წავიდა. 

იმ დროისათვის თითქოს ამოუხსნელ ნაბიჯზე პასუხი საზოგადოებამ სულ ახალახანს, საგამოძიებო კომისიის მიერ მისი გამოკითხვის შედეგად მიიღო, როდესაც მას ტყუილის რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოუწია, აღეარებინა, რომ სახელმწიფოს, ამომრჩეველს, პოლიტიკურ გუნდს უღალატა და ეს ღალატის აქტი ჩაიდინა ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით ერთ-ერთ ელჩთან შეთანხმებით, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ სხდომას არცერთი ქვეყნის ელჩი არ ესწრება.