დღეს ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის - პაპუაშვილის ანტიდასავლური განცხადება

14.05.25 13:57
დღეს ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის - პაპუაშვილის ანტიდასავლური განცხადება

შალვა პაპუაშვილი ამტიცებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია თავს უცხოეთის მიერ არის მოხვეული. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც წლიური ანგარიში წარადგინა.

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ევროპელები ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ენჯეოების ხელით გეგმავდნენ. 

პარტიების და მედიების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ რუსთაველის სცენა ამჯერად ენჯეოებმა დაიკავეს და მორიგი რევოლუციური სცენარიც ამუშავდა. წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები, რომელტა შესახებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებშ ეწერა, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილების იმღების პროცესში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები და ყველაფერი მათი მონაწილეობითა თუ შეფასებით უნდა გაკეთებულიყო. მათაც, ამ წაქეზებით გათამამებულებმა არ დააყოვნეს და მოითხოვეს, პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა, ხოლო ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს ენჯეოების მონაწილეობით, სადაც მათ ვეტოს უფლება ექნებოდათ. 

ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის, - განაცხადა პაპუაშვილმა.