პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
- საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ გირაოს, რომელიც ოქრუაშვილმა არ გადაიხადა.
პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა გამიზნულად არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, რასაც ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ „არ აპირებს ვიღაცის ხუშტურების გამო, საკუთარ შვილებს თანხა მოაკლოს“
- ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა.