რეჟიმმა ოქრუაშვილი ციხეში გაუშვა - რა ბედი ელით სხვებს? (პროკურორის კომენტარი)

14.05.25 14:28
რეჟიმმა ოქრუაშვილი ციხეში გაუშვა - რა ბედი ელით სხვებს? (პროკურორის კომენტარი)

 

 

რეჟიმმა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში გაუშვა - პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გირაოს არ გადახდით დაარღვია და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება.

  • საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ გირაოს, რომელიც ოქრუაშვილმა არ გადაიხადა.

მან არ შეასრულა გირაოს პირობები, არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსმართლის კანონიერი მოთხოვნა და ეს უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე. გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ იგი არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიებსი სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას, იგი მისთვის სპორტული ჟინი იყო, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოდ პირობას. ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ აღნიშნული გირაო, ეს მოწოდებაც იყო", - ამბობს პროკურორი

კითხვაზე, ოქრუაშვილის მსგავსად, იქნება თუ არა მათ მიმართაც გამოყენებული პატიმრობა, ვისაც წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო გირაო აქვთ შეფარდებული, პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევას შეაფასებს.

ბრალდების მხარე შეაფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ბრალდებულის შემდგომ ქცევას, მის დამოკიდებულებას კანონიერი მოთხოვნისადმი და შესაბამის გადაწყვეტილებას, დასაბუთებულს თავისთავად წარვუდგენთ სასამართლო", - აცხადებს ნათია თათიაშვილი.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.