წულუკიანი ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებს - ნიკა მელია ოქრუაშვილის დაკავებაზე
წულუკიანი ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებს - ასე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელია ირაკლი ოქურაშვილის დაკავებას.
მელიას თქმით, უსამართლობაა, როდესაც იმ კომისიაზე არგამოცხადების გამო უშვებენ ადამიანს ციხეში, რომელიც კომისიაც თავად არღვევს წესებს.
"რეგლამენტში უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არცერთი ოპოზიციონერი იქ არ არის" - ამბობს მელია.
ქალბატონმა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც უმრავლესობა, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანი იბრძვის - ბევრი აქტიურად, ბევრი პასიურად, მაგრამ იბრძვის, ისეთი საქართველოსთვის, სადაც მოსამართლე მოსამართლე იქნება, სასამართლო სასამართლო იქნება და არა ბიძინა ივანიშვილის უნივერსამი. აღმასრულებელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება და არა სადენით მიბმული ბიძინა ივანიშვილზე. ასევე, საპარლამენტო ორგანოც ცალკე სახელისუფლებო შტო იქნება. ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ვიბრძვით, რომელიც მოსამართლე, პროკურორი მსგავს დანაშაულებს აღარ ჩაიდენს.
ჩემი აზრით, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. უსამართლობაა! ხალხო წარმოიდგინეთ, თეა წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში გიბარებს, სადაც შავით თეთრზე (რეგლამენტში) უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არცერთი ოპოზიციონერი იქ არ არის. შესაბამისად, ამ სიყალბეს თვალი ადამიანმა არ გაუსწორა", - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციონერ ლიდერს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის გირაოს გადახდას, რაზეც მელიამ უპასუხა, რომ როცა კონკრეტული დღე მოვა, მაშინ გაიგებს საზოგადოება ყველაფერს.
რას ვიზამ მე და რას იზამენ სხვები, როდესაც მოვა ის კონკრეტული დღე, მერე გაიგებს საზოგადოება. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება გულისხმობს რეჟიმის დამარცხებას, და ხალხის გამარჯვებას", - ამბობს მელია.
თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.