ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება - ელისაშვილი

14.05.25 15:10
ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება - ელისაშვილი

ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ციხეში გაშვებას "ძლიერი საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. 

ელისაშვილი და ოქრუაშვილი უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში იბრძოდნენ. 

ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ ფაქტია რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება ეგ ვიცი ზუსტად, ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება, ფაქტია"- ამბობს ელისაშვილი. 

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.   

ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.