როგორ წარმოუდგენია რეჟიმს აშშ-თან ურთიერთობების დალაგება - პაპუაშვილი კითხვას ვერ პასუხობს
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ვერ პასუხობს კითხვას, როგორ წარმოუდგენია რეჟიმს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან მას შემდეგ, რაც ჯერ კობახიძემ მიმართა ღია წერილით ტრამპს, შემდეგ კი "ოცნებამ" მეგობარი აქტის საპასუხო დოკუმენტი შეიმუშავა. "პირველების" კითხვას შალვა პაპუაშვილმა გადაჭრით ვერ უპასუხა, თუმცა "დიფ სთეითის" კონსპირაციაზე საუბარი არ გაუჭირდა.
აშშ-ს უსაფრთხოების სექტორშიც კი მიდის თანამშრომლების გათავისუფლება ზუსტად იმის გამო, რომ ისინი განიხილებიან დიფ სთეითის ნაწილად. ეს არის არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის სტრუქტურა, რომელიც ამხილა აშშ-ს დღევანდელმა ადმინისტრაციამ და რომლისგანაც ცდილობს, მთლიანად გაიწმინდოს სახელისუფლებო შტოები. ამიტომ, რა თქმა უნდა, დიფ სთეითის, მისი აქტორების გავლენა სხვადასხვა შტოებში არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ გვჯერა ერთი რამის და ეს არის ჩვენი, ქართული წარმოდგენა მეგობრობაზე. რა წარმოადგენა აქვთ მეგობრობაზე ამ აქტის ინიციატორებს, ეს ვნახეთ, მაგრამ ქართველი ხალხის წარმოდგენა მეგობრობაზე არის ის, რომ მეგობრობა ეფუძნება ღია, კეთილსინდისიერგვერდში დგომის პოზიციას, - ამობს პაპუაშვილი.