კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ - სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

14.05.25 16:21
კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ - სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის "კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ".

„მმართველი პარტიის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ და საქართველოს ინტერესებიდან დაშორებით“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

ეს ხდება იმ ფონზე, როცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის  საქართველოს ხელისუფლებამ თავად წარადგინა.

  • შეგახსენებთ, „ოცნების” მთავრობის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის შესაძლო გაწვევისა და მის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციაThe Diplomat-მა გაავრცელა.