ის იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას მოიხმობს ქართველი ხალხი - თინა ბოკუჩავა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ როდესაც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაიბარებს, ის იქნება ძალიან შორს, თუმცა როდესაც მას ქართელი ხალხი მოიხმობს, ის იქნება ძალიან ახლოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველაფერს თავად განმარტავს ვიდეომიმართაში, რომელსაც სულ მალე გაავცრელებს.
როცა რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პროკურატურა მას დაიბარებს, ის იქნება ძალიან შორს, მაგრამ ის იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას მოიხმობს ქართველი ხალხი. მე ვთლი, რომ დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალდოდ ასრულებს თავის სიტყვას დანარჩენს ის თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გავრცელდება, - ამბობს ბოკუჩავა.