კიდევ ერთი უღირსი საქციელი! - მამუკა ხაზარაძე "ოცნების" გადაწყვეტილებაზე
მამუკა ხაზარაძე ქართულმა ოცნების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმიანება და წერს, რომ ეს ოცნების "კიდევ ერთი უღირსი საქციელია".
"საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!" - დაწერა კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერმა.
"როგორი უღირსი უნდა იყო რომ ქართველს, საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად, მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო.
ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის ქართული ოცნების კიდევ ერთი უღირსი საქციელი!
არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!
პ.ს. საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!" - წერს ხაზარაძე.
„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა თავად მოხსნა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
შეგახსენებთ, „ოცნების” მთავრობის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის შესაძლო გაწვევისა და მის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციაThe Diplomat-მა გაავრცელა.