ეს არის ჩემი ბათუმი - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ აჭარაში იმყოფება.
ვიდეო ღამეა გადაღებული, ამიტომ სავარაუდოდ კადრები გადაღებულია გვიან ღამით.
"სულ მალე თბილისში"- აცხადებს სააკაშვილი.
"ეს არის ჩემი ბათუმი, 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას"- ამბობს მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს მისი ოცნება ასრულდა:
მივცეთ ხმა ენმ-ს, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.
ისე მენატრებოდა აქაურობა... დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როცაა საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არაა განვითარება. საქართველოდან გარბის ხალხი.
ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ უნდა მივცეთ ხმა და სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ვეღარავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას სიღარიბე და საშინელება დასრულდება, ხო ხედავთ ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენს იმედზე ვარ, თქვენგან მხოლოდ ერთი რამე მინდა - ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე. მომავალ შეხვედრამდე, მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
უცნობია, როგორ გადმოლახა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი.