სააკაშვილის ჩამოსვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად "ოცნებას" ეკისრება - ნათია მეზვრიშვილი
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად "ქართულ ოცნებას" ეკისრება - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ ჰყოფნის არც უნარი და არც კომპეტენცია, რომ პოლარიზაცია შეცვალოს.
გამოვიდეს ქართული ოცნება, გაბედოს და განცხადება გააკეთოს, დამალული რომაა ამ პოსტთან დაკავშირებითაც განცხადებას ვერ აკეთებს, მეორე, რას ნიშნავს ჩამოვიდა, თუ ჩამოვიდა სად არის, ოცნებამ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?! თუ მართლა ჩამოვიდა ალბათ ოცნების რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს შეფარებული და ალბათ ამიტომ არ გვენახება, არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით, მე არ მგონია, რომ მას ჰქონდეს იმის გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ "ოცნება" გაბედავს მართლმსაჯულებას მისი მისამართით აღასრულებს, თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.