პაატა სალიას მოადგილეს ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა
"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას“, – წერია განცხადებაში.
პაატა სალიას მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.