რეჟიმმა ოქრუაშვილი ციხეში გაუშვა

14.05.25 20:02
რეჟიმმა ოქრუაშვილი ციხეში გაუშვა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ხელბორკილები დღეს სასამართლო დარბაზშივე დაადეს. ირაკლი ოქრუაშვილს საპატიმრო აღკვეთი სასამართლომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიისთვის ბოიკოტის გამო შეუფარდა. არადა პოლიტიკოსი, მოსამართლე ნინო თარაშვილს უმტკიცებდა, რომ მართმსაჯულებისგან მიმალვას არ აპირებს და ჩანიშნულ ყველა სასამართლო სხდომას დაესწრება. ამის მიუხედავად სანქცირებულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგლობლობა დააკმაყოფილა და ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

ყოფილი ძალოვანი მინისტრი საბადრაგო სამსახურმა რუსთავის ციხეში უკვე შეასახლა. ის შემდგომ სასამართლო სხდომას მისივე სურვილით დისტანციურად, სწორედ საპატიმროდან დაესწრება. ირაკლი ოქრუაშვილსითვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. პროცესის დაწყებამდე პოლიტიკოსი ამბობდა, რომ სასამართლოში ციხისთვის შესაფერისად ჩაცმული მივიდა. ოლიგარქის რეჟიმის მმართველობის პირობებში, ოქრუაშვილისთვის ეს რიგით მეორე პატიმრობაა.  

  • ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ამის გამო 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა რის გადახდაზეც ოქრუაშვილმა უარი პირველივე პროცესზე თქვა. 

სასამართლოს მხრიდან ოქრუაშვილის ციხეში გაშვება პრეცედენტული გადაწყვეტილებაა. ახლა საინტერესოა, გაიმეორებს თუ არა იგივეს და გაუშვებს თუ არა ციხეში სასმართლო მათ, ვინც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ჯარიმის გადახდას არ აპირებს. 

  • "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.