ივანიშვილის გუნდის კრიტიკა ევროკავშირიდან და ევროსაბჭოდან - რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ "ოცნების" პოლიტიკოს გამო
ევროკავშირის ელჩმა "ქართულ ოცნებას" დამარცვლით უთხრა, რას დაკარგავს, თუ რეჟიმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას არ დაუბრუნდება. ვიზალიბერალზაცია ევროკაშირთან, ასოცირების შეთანხმებაა, თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ხალხს აუხსნა, რა სიკეთეების გარეშე შეიძლება დარჩეს ქვეყანა "ოცნების" არასწორი მმართველობის გამო.
ბრიუსელი მოითხოვს ყველა იმ მოძალადის დასჯას, ვინც ქართველ ხალხს ნოემბრისა და დეკემბერში სისხლიანი ღამეები მოუწყო. არ იქნება რეაგირება თბილისიდან, იქნება სანქციების ევროკავშირისგან.
საქართველო ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა - ეს გზავნილი კი "ოცნებამ" უკვე ლუქსემბურგიდან მიიღო. დღეს ევროსაბჭოში უმძიმესი განცხადებების მოსმენა მაკა ბოჭორიშვილს მოუწია.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება "ოცნება" კანდიდატის სტატუსის მინიჭებსი შემდეგ მიიღო, არასწორი იყო .
დღეს ასევე პოლონეთის ელჩმა ახსნა, რატომ მოიხსნა საქართველოს მთავრობა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან. დიპლომატმა ასევე თქვა, რომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება სრულად რეჟიმის ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.