26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად "ოცნება" 7 მილიონ ლარს დახარჯავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მთავრობა ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარს დახარჯავს. შესყიდვების დიდი ნაწილი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ეკონომიას არც 2025 წელს გააკეთებს.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს, რაც მთავრობას აძლევს საშუალებას, თადარიგი დაიჭიროს, ტენდერები წინასწარ გამოაცხადოს და თანხა დაზოგოს, თუმცა უკვე წლებია ამ გზას არ მიმართავს და ფულს პირდაპირ ხარჯავს.
განკარგულებით დგინდება, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ კულტურის სამინისტროს 2 900 000 ლარი გამოუყვეს. თავდაცვის სამინისტროს ფიცის ცერემონიის, სცენის, ტრიბუნის, ავიაგადაფრენის და ტექნიკის გამოფენისთვის 2 200 000 ლარი გამოეყო. თბილისის მერიას ავეჯის აქსესუარებში, გასართობ და კომერციულ მომსახურებაში 278 700 ლარი გამოეყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი 370 000 ლარზე მეტი. ყველა შესყიდვა ტენდერის გარეშე განხორციელდება.
სოფლის განვითარების სააგენტო 26 მაისს კომერციულ მომსახურებებში 320 000 ლარს გადაიხდის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 400 000 ლარს გადაუხდის კომპანიას, რომელიც გორის მოედანზე ინსტალაციებს და საბავშვო სივრცეებს მოაწყობს. დაგეგმილია კონცერტიც.
რას ამბობენ კორუფციის მკვლევრები და ფიქრობენ თუ არა, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კოლოსალური თანხები აღარ დაიხარჯებოდა - დეტალები ანა მდივანის რეპორტაჟში ნახეთ.