მთავარი ძებნილი "ოცნების" ისე შემოვიდა საქართველოში "ფეისბუქზე" სტატუსი რომ არ დაწერა, ვერც კი გაიგებდნენ - კილაძე
"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ეხმიანება. კილაძეს აინტერესებს რატომ არ კეთდება სამთავრობო კომენტარები მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარი არც პარაშუტით და არც წყალქვეშა ნავით არ გადმოუკვეთია.
"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ამ სიურპრიზმა ცხადყო, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.
ფაქტი ერთია - მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საქართველოში. ის შემოვიდა საზღვარზე და არც პარაშუტი და არც წყალქვეშა ნავით არ შემოსულა სქართველოში. სამთავრობო კომენტარები აგვიანებს და ხომ არიან მშვიდად? თეა წულუკიანი მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და ირაკლი ღარიბაშვილი იმ ათ პოლიციელთან ერთად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საზღვარზე უნდა დაეპატიმრებინა. სად იმყოფება კონკრეტულად რომც ვიცოდე, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ის ფიზიკურად უკვე გამოჩნდება არჩევნების დასრულების შემდეგ ხვალ როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულდება, ხმის მიცემა დასრულდება და ქართელ ხალხს არჩევანი ექნება გაკეთებული. აი, ამ ჟესტმა, ამ დაანონსებულმა წინასწარ სიურპირზმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართელოში სახელმწიფო, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. სახელმწიფო არის ჩამოშლილი. საზღვრები არის, პრაქტიკულად, უკონტროლო და მთავარი ძებნილი "ქართული ოცნების" ისე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე "ფეისბუქზე" სტატუსი რომ არ დაწერა, ალბათ ვერც კი გაიგებდნენ, - თქვა ელისო კილაძემ.