"ოცნებამ "მეგობარი აქტი" მტრულ დოკუმენტად გამოაცხადა და პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო

14.05.25 20:11
"ოცნებამ "მეგობარი აქტი" მტრულ დოკუმენტად გამოაცხადა და პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო

ერთპარტიულმა პარლამენტმა "მეგობარი აქტი" მტრულ დოკუმენტად გამოაცხადა და პასუხად, 87 ხმით სპეციალური განცხადება მიიღო. ივანიშვილის გუნდი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მტრული შინაარსის დოკუმენტის მიღებაში ადანაშაულებს.

7-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა  პროპაგანდისტული გზავნილებით არის სავსე. ქართული ოცნების კონსპირაციის თეორიის მიხედვით, კონგრესმა მეგობარი აქტი მიიღო არა ნოემბერსა და დეემბერში სასტიკი დარბევის დასაგმობად, ან სამართლიანი სასამართლოს არარსებობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ასე "დიფ სთეითმა" უკარნახა. 

დოკუმენტის დამტკიცებამდე პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა და ყველა ოპოზიციონერი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, დონორი ორგანიზაციები და ელჩები ქვეყანაში რევოლუციის მომწყობებად დაასახელა.

ოპოზიიცისთვის კი "ოცნების" ორკესტრირებული პასუხები შტატებისადმი დასტურია, რომ ივანიშვილის და მის გუნდს რეალურად მოახლოებული გამკაცრებული სანქციები აშინებს.

ამასობაში კი "ოცნებას" კობახიძის მიერ ტრამპისადმი გაგზავნილ წერილზე შტატებიდან პირველი პასუხი წამოეწია. ჯო უილსონი  შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის  გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს. 

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.