რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ - სააკაშვილის მიმართვა ამომრჩეველს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოსახლეობას მიმართავს და არჩევნებზე ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
სააკაშვილის თქმით, ხვალ, ორ ქოტომბერს ამომრჩეველი არჩევნებზე უნდა მივიდეს. სამ ოქტომბერს კი რუსთაველი უნდა გაივსოს.
ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ უნდა მივცეთ ხმა და სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ვეღარავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას სიღარიბე და საშინელება დასრულდება, ხო ხედავთ ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენს იმედზე ვარ, თქვენგან მხოლოდ ერთი რამე მინდა - ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე. მომავალ შეხვედრამდე, მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი.