ცისკარიშვილი: "ოცნებას" ბიზნესმენები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც ამერიკაში ქოცების სახელით ლობირებენ

14.05.25 22:00
ცისკარიშვილი: "ოცნებას" ბიზნესმენები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც ამერიკაში ქოცების სახელით ლობირებენ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი "ქართულ ოცნებას" ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი ინტერესების გატარებისთვის ბიზნესმენების დაქირავებაში ამხელს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ლობირების მიზნით ამერიკელი ბიზნესმენები ჰყავს აყვანილი, რომლებიც "ქოცების სახელით პრობლემების მოგვარებას ცდილობენ". 

ლობისტები ჰყავთ დაქირავებული. ფირმები, რომლებიც შედეგს ვერ დებენ და ამიტომაც მოუწიათ გამოქვეყნება იმ წერილის, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ასევე ირიბად და მე ვიტყოდი, არალეგალურადაც კი არიან ჩართულები სხვადასხვა ბიზნესმენები, რომლებიც ქოცების სახელით ლობირებენ ამერიკაში. ქართველი ბიზნესმენები არა, ამერიკელი ბიზნესმენები, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა ტიპის ინტერესები აქვთ... ისინი ქოცების სახელით პრობლემების მოგვარებას ცდილობენ". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.