მნიშნელოვან როლს ითამაშებს ოპოზიციის გამარჯვებაში - უდუმაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის შესახებ დღეს დილით შეიტყო. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ოპოზიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
მთავარია, რომ ის საქართველოშია და ეს ძალიან მნიშნელოვან როლს ითამაშებს ოპოზიციის გამარჯვებაში. ახლა მთავარია, რომ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივიდეთ ხვალ არჩევნებზე და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების წინ დგას საქართველო უდავოდ და ეს პროცესი ჩვენ ყველამ ერთად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ თითოეული ხმა, მერწმუნეთ, ხვალ არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენი გადაწყვეტილება გამოვუცხადოთ "ქართლ ოცნებას". ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს საქართველოში და ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, - თქვა უდუმაშვილმა.