ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევაა... შეიძლება, დასაჭერიც გახდეს - სალომე ზურაბიშვილი

15.05.25 14:27
ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევაა... შეიძლება, დასაჭერიც გახდეს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ თემის ჩაფარცხვა უნდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფარცხალაძის ხელში უამრავი მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტაცია და ინფორმაცია გადიოდა, ამიტომაც მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ყოფილი გენპროკურორის თავისუფლებაზე ყოფნა ქვეყნისთვის საფრთხიშემცველია. 

"იმის შემდეგ, რაც ფარცხალაძე რომანოვი გახდა, შეიძლება დასაჭერიც გახდეს" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

თემა, რომელიც არ დამთავრებულა, თუმცა "ოცნების" მიზანია, რომ ეს თემა ჩაქრეს და გაქრეს. ეს არის ფარცხალაძის თემა. ის იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში, მაგრამ მხოლოდ ეს არის. ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, რომლის ხელშიც გადიოდა ყველა საქმეები და ყველა ინფორმაცია. ე.ი. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ბატონი ივანიშვილი, რომელმაც თქვა ფარცხალაძეზე -"მე ვიცნობ, ძალიან კაცური და ვაჟკაცი კაცია, რატომ უნდა დავსაჯო ის, ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვსო". შეიძლება იმის შემდეგ, რაც ფარცხალაძე რომანოვი გახდა, შეიძლება დასაჭერიც გახდეს, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის რომ ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში შემოდის საქართველოში და გადის და არის ამ ურთიერთობაში ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე  პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.