სალომე ზურაბიშვილი: ე.წ. საგამოძიებო კომისია პოლიტიკოსების დაჭერისთვის შეიქმნა - ეს რეპრესიების ერთ-ერთი ფორმაა

15.05.25 15:16
სალომე ზურაბიშვილი: ე.წ. საგამოძიებო კომისია პოლიტიკოსების დაჭერისთვის შეიქმნა - ეს რეპრესიების ერთ-ერთი ფორმაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიების განსახორციელებლად იყენებს. 

"დაიწყო ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ საშუალება მიეცეთ, პოლიტიკოსები დააჯარიმონ ან დაიჭირონ" - ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. 

არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ, (რაც გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც) და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო და მიმდინარეობს. ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა". - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები