ჩვენი პარტნიორების მიმართ "ოცნების" რიტორიკა მიუღებელია – წინააღმდეგობის პლატფორმა
წინააღმდეგობის პლატფორმა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკას ეხმაურება - სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე პლატფორმის სახელით აცხადებს, რომ დიპლომატებზე თავდასხმები მიუღებელია.
"ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების მიზანია" - ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
წინააღმდეგობის პლატფორმა შეშფოთებას გამოხატავს იმ რიტორიკაზე, რასაც ქართული ოცნება იყენებს ჩვენი პარტნიორების მიმართ - პირველ რიგში, გერმანიის მიმართ. დღეს გერმანიის ახალი ადმინისტრაციისგან ძალიან მკაცრი რეაქცია მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ მათ ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა. გერმანიაზე, მის ელჩსა და ევროკავშირის ელჩზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების მიზანია". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
- გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ ოცნებას მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე.