სააკაშვილი საქართველოში არ არის - კობახიძე

01.10.21 11:22
სააკაშვილი საქართველოში არ არის - კობახიძე

ეს ადამიანი არის კლოუნი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. 

სააკაშვილი საქართველოში არ არის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ამას თამამად ვამბობ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ყველა დაინახავდა, როგორი კლოუნია, ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით"- აცხადებს კობახიძე.