დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები
რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები, - განცხადება ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
„არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩასული რუსული დელეგაციის შესახებ არაფერი იცის.
არსებობს ტრამპის კიდევ ერთი კომენტარი სადაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ „მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის 16 მაისს თურქეთში ჩავიდეს“.