"მარიამ ლაშხი რა სისულელეებსაც ბოდავს საქართველოში, იგივე სისულელეებს იბოდებს მექსიკაში" - დათუნაშვილი
მარიამ ლაშხი რა სისულელეებსაც ბოდავს საქართველოში, იგივე სისულელეებს იბოდებს მექსიკაში - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი "ოცნების" დეპუტატების მიერ მივლინებებში დახარჯულ 200 ათასამდე ლარს.
დათუნაშვილი ამბობს, რომ მივლინენებში დახარჯული თანხების გასაჯაროების შემდეგ, კარგად გამოჩნდა ივანიშვილის "დეპუტატების სულმდაბლობა და ის პოლიტიკური კორუფცია, რის ფასადაც ბოდავენ 24 საათი".
- 2025 წლის პირველ კვარტალში "ქართული ოცნების" დეპუტატების საერთაშორისო მივლინებები სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამურად 188,040 ლარი დაუჯდა.
მარიამ ლაშხი რა სისულელეებსაც ბოდავს საქართველოში, იგივე სისულელეებს იბოდებს მექსიკაში და რატომ უნდა გადაიხადოს გადასახადების გადამხდელებმა 24 ათასი ლარი იმაში, რომ ამ გოგომ თბილისის გარდა სხვაგანაც იბოდოს, ეს უბრალოდ ყველაზე უფრო გაუგებარი რამ არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვინც ამ გაასახადებს იხდიან. ერთის მხრი ეს ჩანს, რომ ეს ჭკუასუსტი ხალხი აქეთ-იქით ხეტიალობს და რაღაცა გაურკვეველ კონფერენციებზე დადის, იმიტომ რომ რეალურად იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დადიან, "ქართული ოცნება" პოლიტიკურად იზოლირებულია და საქმის გასაკეთებლად იქ არ მიდიან. გამოჩნდა ამ ადამიანების სულმდაბლობა და ის პოლიტიკური კორუფცია, რის ფასადაც ბოდავენ 24 საათი იმასაც, რასაც ამბობენ", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.