ბადრი ჯაფარიძე: „ოცნების“ მხრიდან ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო

15.05.25 17:49
ბადრი ჯაფარიძე: „ოცნების“ მხრიდან  ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო

„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, წულუკისნის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიზანი, „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის ანგარიშსწორებაა: 

„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო. გვესმის, რომ ე.წ.საგამოძიებო კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. 

ჩვენ არ მივედით საგამოძიებო კომისიაზე, ასევე, გვესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

რაც შეეხება გირაოს გადახდას, ეს ინდივიდუალური საკითხია, ჩვენ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] არ ვაპირებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი დაკავება გავუადვილოთ