საუკუნის გაქცევის საქმე - პროკურატურა ისევ ვერ ამბობს, სად არის გიორგი ბაჩიაშვილი?
გენერალური პროკურატურა გამოძიების დაწყებიდან 3 თვის თავზეც ვერ ამბობს, სად არის გიორგი ბაჩიაშვილი. წესით, ახლა ბაჩიაშვილს ინტერპოლი წითელი ცირკულარით უნდა ეძებდეს, თუმცა ვებ-გვერდზე ბაჩიაშვილი ძებნილებს შორის არ არის.
ბაჩიაშვილი ძებნილია ჯერ მხოლოდ საქართველოში - საუკუნის გაქცევიდან, ორი თვის შემდეგ პროკურატურამ ჯერ მხოლოდ ის იცის, როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. კვალი დაკარგა, სადღაც შორის ემირატებში და ამის შემდეგ მის ადგილსამყოფელს ეძებენ. პროკურორმა დღეს აღწერა, როგორ დაგეგმა და როგორ მოიყვანა სისრულეში ქვეყნიდან გასვლის გეგმა გიორგი ბაჩიაშვილმა. ვაჟა თოდუამ დღეს პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სისტემა მოშლილია და ივანიშვილის ნომერ პირველი სამიზნე თვეების განმავლობაში, ქვევიდან გასასვლელად ისე ემზადებოდა, რომ სპეცსამსახურებმა ვერაფერი გაიგეს.
მომდევნო პროცესიდან, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. უნდა დაკითხონ მოწმეებიც, ახლა მთავარი კითხვაა, რა ექნება სათქმელი იმ მესაზღვრეს რომელმაც შეამოწმა ბაჩიაშვილის მანქანა და ვერ მიხვდა, რომ იქ სამალავი იყო მოწყობილი.