შეეწირა თუ არა თბილისის ვიცე მერის პოსტი მილიონიანი ვილის სკანდალს?

15.05.25 20:04
შეეწირა თუ არა თბილისის ვიცე მერის პოსტი მილიონიანი ვილის სკანდალს?

ირაკლი  ხმალაძე თბილისის ვიცე მერობიდან გადააყენეს - ახლა მთავარი კითხვაა, რას შეეწირა თბილისის ვიცე-მერი?  კალაძის სანდო კაცის  პოსტიდან ჩამოშორებას წინ უძღოდა  TV პირველის  "შაბათის ეთერის"  მომზადებული  ჟურნალისტური  გამოძიება -  გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, სახლი, რომლის ფასიც მილიონ 200 ათას ლარია, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია რომ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანზე გაფორმებული,  გასაოცარი ვილის რეალური მფლობელი სწორედ ვიცე მერი იყო. 

საგამოძიებო  რეპორტაჟში  მოყვანილი  ფაქტები  ირაკლი ხმალაძის წინააღმდეგ მთავარი  მტკიცებულებაა, ის ვის სახელზეც ხმალაძემ  მილიონ 200 ათას ლარად  შეფასებული  ქონება გადააფორმა, ვერ ასაბუთებს როდის გამდიდრდა.  კითხვებზე პასუხები  არ აქვს არც უკვე ექს  ვიცე მერს. 

ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ კალაძე ამ სავარაუდო კორუფციული სკანდალის შემდეგ გახდა იძულებული ხმალაძე პოსტიდან ჩამოეშორებინა. წლების განმავლობაში ვიცე მერი ხმალაძე მერიაში მშენებლობის ნებართვებს კურირებდა, სწორედ ამის გამო სდებდნენ ბრალს, რომ ის კორუფციულ გარიგებებში შედიოდა, დეველოპერულ კომპანიებთან. ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადადის, თუმცა ოპოზიცია ეჭვი აქვს, რომ ეს იძულებით ტრანსფერია - დიდი ინფორმაციის მქონე ვიცე მერი ბორტს მიღმა არ დატოვეს და საპენსიო ადგილი მოუძებნეს. 

ხმალაძე ვიცე მერი აღარ არის - ანა მდივანი დეტალებით