მივლინებებში დახარჯული ხალხის ფული - ვინ, სად და რატომ დადის

15.05.25 20:12
მივლინებებში დახარჯული ხალხის ფული -  ვინ, სად და რატომ დადის

მარიამ ლაშხი პარლამენტში სამივლინებო ხარჯებით პირველ ადგილზეა -  2025 წლის პირველ სამ თვეში სწორედ მასზე დაიხარჯა ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა. თქვენ,  საქართველოს მოქალაქეებს მარიამ ლაშხის მოგზაურობა სერბეთში, თურქეთში, ამერიკასა და მექსიკაში  24 ათას 507 ლარი დაგიჯდათ. 

რაზე უნდა ესაუბრა მარიამ ლაშხს შეხვედრებზე, ოპოზიციისთვის გაუგებარია ან როგორ აღიქვამდნენ სერიოზულად პარტნიორები "ოცნების" იმ წევრთან შეხვედრებს, რომელმაც თავი საზოგადოებას მასონებზე და შეთქმულების თეორიებზე საუბრით დაამახსოვრა.

იმ დროს როდესაც "ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული, ევროკავშირში დიდი ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრები პრაქტიკულად არ აქვთ, სამივლინებო ხარჯები მაინც დიდია. დეპუტატ ლევან მახაშვილის მივლინებები წელს ხალხს - 23 ათას 140 ლარი დაუჯდა. იმოგზაურა უნგრეთში, ბელგიაში, ალბანეთში, ავსტრიაში, სლოვენიასა და რუმინეთში.

ეგვიპტეში იმოგზაურა ირაკლი ქადაგიშვილმა - მსოფლიო მართლმადიდებელ დეპუტატთა კავშირის წევრის სტატუსით. 

მივლინებებში დახარჯული ფული - ნინო ღვედაშვილი დეტალებით